პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დეტალური გზამკვლევი მსგავსი პროექტების დაგეგმვის და განხორციელებისათვის აუცილებელია და მადლობა ამისათვის ინტელს აგრეთვე მათ ვინც მის თარგმნაში მიიღო მონაწილეობა.
პირადად მე როგორც ტრენერი ყოველთვის განვიცდიდი ამ მიმართულებით რესურსის ნაკლებობას და ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მქონდა არასრულყოფილი ფრაგმენტული ცოდნა.
ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო სასწავლო პროექტის დაგეგმვის დროს, ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბება და დასმა, ეს "მექანიზმი" არამარტო მოსწავლეს ეხმარება მიზნის გაცნობიერებაში, არამედ ჩემი აზრით წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს. პედაგოგს კი ეხმარება ყველაზე უმთავრეს - საგანების მიზანმიმართულად ინტეგრირებაში.
ბოდიშს მოგიხდით პოსტის დაგვიანებისათვის.
No comments:
Post a Comment