Sunday, June 16, 2013

მესამე დღე

მესამე დღეს ტრენინგის თემა იყო, ინტერეტ რესურსები, მათი სანდოობა და საავტორო უფლებები. ტრენინგი ჩაატარა ბატონმა მერაბ ლაბაძემ. ვფიქრობ საინტერესო და საყურადღებო თემაა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ქართულ რეალობას...
ეს კულტურა აუცილებლად სკოლის ასაკიდან უნდა ჰქონდეს გათავისებული მოსწავლეს, აღარაფერს ვამბობ პედაგოგზე...
დღის მეორე ნახევარში ჩვენ ისევ დავუბრუნდით ჩვენს ძირითად დავალებას და გავაგრძელეთ პროექტის დაგეგმვა.
ვიზარმაცობ...
ლიდერის პოზიციაზე ანაა კარგად უძგღვება საქმეს
ჯგუფის წევრები კარგად არიან ჩართულნი არის აზრთა სხვადასხვაობა ეს კარგია პირადად მე ბევრ საკითხს ვაანალიზებ ამ ფონზე.
დღევანდელი ჩვენი დავალება იყო, რომ უნდა გაგვეწერა პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) შესაძლო შეფასებების მითითებით. ჩემი აზრით კარგი გამოვიდა, რადგან წინა დღისგან განსხვავებით უკვე ჩამოყალიბებული გვქონდა სასწავლო ამოცანები.

ფილმი იყო ძალიან ძლიერი, პირველად ვნახე...

უნდა დავიძინო :)

No comments:

Post a Comment