პირველივე დღეს ჩვენმა ტრენერმა ბატონმა კახა ჟღენტმა დაგვყო ჯგუფებად.
ჯგუფში 5 წევრი ვართ:
მაია უფლისაშვილი
ლალი ფანგანი
გიორგი ხომასურიძე
ანა დარასელია
და მე
გვაქვს ჯგუფური დავალება ვგეგმავთ სასწავლო პროექტს სახელწოდებით "რით ვუპასუხოთ ერთგულებას" რომლის არსს წარმოადგენს 3-5 კლასის მოსწავლეების დამოკიდებულებას ცხოველების კერძოდ ძაღლების მიმართ.
უნდა აღვნიშნო, რომ დაგეგმვის სტრატეგია პრინციპულად განსხვავებულია ჩვენთვის, ამიტომ დავალების შესრულებისას ბევრს ვკამათობთ, თითქმის ყველა ნიუანსზე მე ეს მომწონს, რადგან მეხმარება კონკრეტული საკითხის მრავალმხრივ შესწავლაში და სწორი მიმართულების გამოკვეთაში.
ამას ემატება დროის სიმცირე
დღევანდელ დღეს ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ის, რომ გვქონდა ორი დავალება:
1. პროექტის იდეიდან გამომდინარე ფლიპჩარტზე ჩამოვწერეთ - 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი და ძირითადი აქტივობები.
2. უნდა შეგვედგინა შეფასებების სქემა.
ჩემი აზრით ჩვენ ამ დავალებებს სრულად ვერ გავართვით თავი, რადგან პროექტის აქტივობებში სრულად არ გვქონდა გაწერილი სასწავლო ამოცანები.
No comments:
Post a Comment