Master Class in Borjomi

მინდა მთელს უკრაინას ჩვენი ჯგუფის სახელით გამოვუცხადო თანადგომა და ვუსურვო მშვიდობა.

რეფლექსია პირველი დღე.

ვიცი, რომ რეფლექსია უნდა იყოს ცხელი გულით დაწერილი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ ტიპის შეხვედრას დიდი ხანია.
ჩემი მცირედი დაგროვილი პრაქტიკიდან გამომდინარე მქონდა დაგროვილი გარკვეული კითხვები, ჩემთვის შედარებით გაუგებარ საკითხებთან დაკავშირებით. (მაგალითად: შეფასების სტრატეგიები)
ძალიან მესიამოვნა, როდესაც ტრენერებმა ნინა დემენტიევსკაიამ და ლარისა შევჩუკმა გაგვაცნეს შეხვედრის ფორმატი, აღმოჩნდა, რომ ეს იქნებოდა ერთგვარი მასტერკლასი და ტრენერები გაგვაცნობდნენ თავიანთ გამოცდილებას.

საკითხები რომლებზეც ამ დღეს ვისაუბრეთ სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენდა ჩემთვის, თუმცა ჩავწვდი ამ საკითხების მნიშვნელობას და აუცილებლობა, ვაკეთებდი ჩანაწერებს ჩემთვის რომ მოგვიანებით გავაანალიზო და უშუალოდ ჩემს ტრენინგზე გამოვიყენო.

ტრენინგზე მოგვცეს ჯგუფური დავალება, მოვხვდი ჯგუფში დათო მალანიასთან და დათო ნოზაძესთან ერთად ძალიან ძლიერი აქტივობაა ჯგუფური სამუშაო განუზღვრელი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი სკოლის მოსწავლეებთან მე ეს ჩემს თავზე გამოვცადე როგორც მოსწავლემ.

ვფიქრობ დავალებას წარმატებით გავართვი თავი, ჯჯგუფთან ერთად.




რეფლექსია მეორე დღე:
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, და ფორმები.

No comments:

Post a Comment